პროექტის სახელი: 1 დღე მენეჯერად.
პროექტის მოკლე აღწერა: სკოლის ტრიმესტრული შედეგების სტატისტიკური ანგარიში.
პროექტის სრული აღწერა: კლასი გაყოფილია 3 ჯგუფად. ერთი ჯგუფი აგროვებს დაწყებითი საფეხურის, II ჯგუფი საბაზო საფეხურის, III ჯგუფი საშუალო საფეხურის ტრიმესტრული შედეგების მონაცემებს. ახდენენ მათ კლასიფიკაციას. შეადგენენ სიხშირეთა ცხრილებს. გამოთვლიან სტატისტიკურ მახასიათებლებს: მოდას, მედიანას, დიაპაზონს, საშუალო კვადრატულ გადახრას. აგებენ შესაბამის დიაგრამებს, პოლიგონს, ოგივას კლასებისა და საფეხურების მიხედვით, რაშიც აქტიურად იყენებენ ისტ-ს. ახდენენ ნამუშევრების პრეზენტაციას.
მონაწილეთა ასაკი: XI კლასი.
ხანგრძლივობა: 2 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასი დაიყოფა ჯგუფებად და ინაწილებენ სამუშაოს. მასწავლებლის დახმარებით ახდენენ თითოეული კლასის შედეგების შეჯამებას ისტ-ის გამოყენებით. ამზადებენ საპრეზენტაციო მასალებს და წარმოადგენენ საჯაროდ.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები სწავლობენ სტატისტიკური მახასიათებლების გამოთვლას, ერთვებიან სკოლის ცხოვრებაში.
სარგებელი სხვებისათვის: სკოლის დირექციის, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგებისათვის (დახმარება საწავლო პროცესის ანალიზსა და მომდევნო სამუშაოების დაგეგმვაში).
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ინფორმატიკა, ეკონომიკა.
პროექტის ფასილიტატორი: ბელა ორაგველიძე.
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: b.oragvelidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий