პროექტი: 0-9 ( ეს საოცარი ციფრთა სამყარო)
პროექტის მოკლე აღწერა: ციფრების წარმოშობისა და დამწერლობის ისტორია.
ციფრები ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეთა I ჯგუფს წარმოადგენს მასალებს ციფრების წარმოშობის შესახებ.II ჯგუფი - მათი ქართული დასახელების სახეცვლილებების, ისტორიასა და მითოლოგიასთან მათი კავშირის შესახებ. III ჯგუფი წარმოადგენს პოეზიისა და ხელოვნების ნიმუშებს ციფრებთან კავშირში.
მონაწილეთა ასაკი: VI კლასი.
ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლებისა და სასკოლო ბიბლიოთეკის დახმარებით მოიძიებენ მასალებს ციფრების წარმოშობის, მათი ქართული დასახელების მითოლოგიასთან, პოეზიასთან, ხელოვნებასთან მათი კავშირის შესახებ და წარმოადგენენ მათ ორიგინალურად.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან ციფრების წარმოშობის ისტორიას. დაფიქრდებიან მათ როლსა და მნიშვნელობაზე.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა,უცხოური ენები, ხელოვნება, მუსიკა.
პროექტის ფასილიტატორი: ბელა ორაგველიძე;
ფასილიტატორის ელ–ფოსტა:b.oragvelidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий