სასწავლო პროექტი

პროექტის სახელი: 1 დღე მენეჯერად.

პროექტის მოკლე აღწერა: სკოლის ტრიმესტრული შედეგების სტატისტიკური ანგარიში.

პროექტის სრული აღწერა: კლასი გაყოფილია 3 ჯგუფად. ერთი ჯგუფი აგროვებს დაწყებითი საფეხურის, II ჯგუფი საბაზო საფეხურის, III ჯგუფი საშუალო საფეხურის ტრიმესტრული შედეგების მონაცემებს. ახდენენ მათ კლასიფიკაციას. შეადგენენ სიხშირეთა ცხრილებს. გამოთვლიან სტატისტიკურ მახასიათებლებს: მოდას, მედიანას, დიაპაზონს, საშუალო კვადრატულ გადახრას. აგებენ შესაბამის დიაგრამებს, პოლიგონს, ოგივას კლასებისა და საფეხურების მიხედვით, რაშიც აქტიურად იყენებენ ისტ-ს. ახდენენ ნამუშევრების პრეზენტაციას.

მონაწილეთა ასაკი: XI კლასი.

ხანგრძლივობა: 2 კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასი დაიყოფა ჯგუფებად და ინაწილებენ სამუშაოს. მასწავლებლის დახმარებით ახდენენ თითოეული კლასის შედეგების შეჯამებას ისტ-ის გამოყენებით. ამზადებენ საპრეზენტაციო მასალებს და  წარმოადგენენ საჯაროდ.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები სწავლობენ სტატისტიკური მახასიათებლების გამოთვლას, ერთვებიან სკოლის ცხოვრებაში.

სარგებელი სხვებისათვის: სკოლის დირექციის, სამეურვეო საბჭოსა  და პედაგოგებისათვის (დახმარება საწავლო პროცესის ანალიზსა და მომდევნო სამუშაოების დაგეგმვაში).

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ინფორმატიკა, ეკონომიკა.

პროექტის ფასილიტატორი: ბელა ორაგველიძე.

ფასილიტატორის ელ–ფოსტა: b.oragvelidze@gmail.com

სასწავლო პროექტი


პროექტი:  0-9 ( ეს საოცარი ციფრთა სამყარო)

პროექტის მოკლე აღწერა: ციფრების წარმოშობისა და  დამწერლობის ისტორია.

ციფრები ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეთა I ჯგუფს წარმოადგენს მასალებს ციფრების წარმოშობის შესახებ.II ჯგუფი - მათი ქართული დასახელების სახეცვლილებების, ისტორიასა და მითოლოგიასთან მათი კავშირის შესახებ. III ჯგუფი წარმოადგენს პოეზიისა და ხელოვნების ნიმუშებს ციფრებთან კავშირში.

მონაწილეთა ასაკი: VI კლასი.

ხანგრძლივობა: 2 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლებისა და სასკოლო ბიბლიოთეკის დახმარებით  მოიძიებენ მასალებს  ციფრების წარმოშობის, მათი ქართული დასახელების მითოლოგიასთან, პოეზიასთან, ხელოვნებასთან მათი კავშირის შესახებ და წარმოადგენენ მათ ორიგინალურად.

მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები გაეცნობიან ციფრების წარმოშობის ისტორიას. დაფიქრდებიან მათ  როლსა და მნიშვნელობაზე.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა,უცხოური ენები, ხელოვნება, მუსიკა.

  პროექტის ფასილიტატორი: ბელა ორაგველიძე;

ფასილიტატორის ელ–ფოსტა:b.oragvelidze@gmail.com